ნია ჭავჭანიძე
- პოზიცია:
პარტნიორი
- ელ-ფოსტა:
- ტელეფონი:
- გამომყევი:
პერსონალური გამოცდილება
ნია ჭავჭანიძე არის იურიდიული ფირმა LCS Law Firm-ის პარტნიორი. ნია ჭავჭანიძე სპეციალიზირებულია სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. იგი გამოცდილია საკორპორაციო სამართლისა და საფინანსო სექტორის რეგულირების საკითხებსა და კერძო სამართლის დავების განხრით. ნია ჭავჭანიძეს აქვს კორპორაციის იურისტად მუშაობის ოთხ წლიანი გამოცდილება იურიდიული და სამართლებრივი შესაბამისობის განხრით, ასევე იგი მუშაობდა საადვოკატო ბიუროსა და საარბიტრაჟო დაწესებულებაში.
პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად ნია ჭავჭანიძე გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო-კვლევით ნაშრომი ბავშვთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. მას, ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული იმიტირებულ სასამართლო პროცესებში როგორიც არის Philip C. Jessup International Law Moot Court და Telders International Law Moot Court. ნია ჭავჭანიძე აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა კონფერენციებსა და სამართლებრივ პროექტებში.
განათლება:
- Harvard CopyrightX სასწავლო კურსი.
- კერძო სამართლის მაგისტრის ხარისხი
- ვილნიუსის უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.
- ბაკალავრის ხარისხი სამართლის მიმართულებით, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
- ადვოკატთა ასოციაციის წევრი სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით