კომპანიის რეგისტრაცია
ბიზნესის წარმართვა საქართველოში სხვადასხვა სამართლებრივი ფორმითა არის შესაძლებელი საქმიანობიდან გამომდინარე. LCS Law Firm – იურიდიული კომპანია ამ მიმართულებით სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას გთავაზობთ.
Საქართველოში Ბიზნესის ან კომპანიის რეგისტრაციის დროს ჩვენ დაგეხმარებით:
კანონით განსაზღვრული პროცედურისა და დოკუმენტაციის სრულყოფილად მომზადებაში.
Ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს თქვენი საგადასხადო ტვირთის ოპტიმიზაციას.
Სამართლებრივი რისკების მაქსიმალურად შესამცირებლად, ჩვენი გუნდი იზრუნებს იმაზე, რომ თქვენი ბიზნესი სრულ შესაბამისობაში იყოს ყველა არსებულ საკანონმდებლო რეგულაციასა თუ სტანდარტთან.
დაჯავშნეთ იურიდიული კონსულტაცია დღესვე.
დაჯავშნეთ კონსულტაცია
საქართველოში კომპანიის დასარეგისტრირებლად განცხადებით უნდა მიმართოთ მეწარმეთა და არასამერწარმეო იურიდიული პირების რეესტრს.
დოკუმენტების ჩამონათვალი დამოკიდებულია კომპანიის რეგისტრაციის სამართლებრივ ფორმაზე. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში აუცილებელია წარადგინოთ შევსებული პარტნიორთა შეთანხმება, რომელშიც უნდა მიეთითოს კომპანიის დასახელება, პარტნიორთა მონაცემები, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მონაცემები და კანონით მოთხოვნილი სხვა მონაცემები.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, ამხანაგობა, სოლიდარული პასუხიმგებლობის საზოგადოება.
ინდ. მეწარმედ რეგისტრაციისათვის განცხადებით უნდა მიმართოთ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრს, თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.