ლიცენზიები და ნებართვები საქართველოში
ინდუსტრიის მიმართულებისა და კომპანიის მასშტაბების მიუხედავად, ქართულ ბაზარზე ოპერირებისას საქმიანობის გარკვეული ტიპებისთვის აუცილებელია სხვადასხვა ტიპის ლიცენზიის, ნებართვებისა და ავტორიზაციის მოპოვება. Მაგალითისთვის, სამედიცინო, სათამაშო ბიზნესის თუ ფინანსური მიმართულებით საქმიანობის დაწყებისთვის საჭიროა კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტებთან შესაბამისობა და საჭირო ლიცენზიის, ნებართვისა თუ ავტორიზაციის მოპოვება.
იურიდიული კომპანია LCS Law Firm-ის გუნდი იზრუნებს რაც შეიძლება მარტივად და სწრაფად დაიწყოთ საქართველოში თქვენი ბიზნეს საქმიანობა. ჩვენ დაგეხმარებით ყველა საჭირო სამართლებრივი წინაპირობის დაკმაყოფილებაში – დოკუმენტაციის შეგროვებას, მოწესრიგებასა და სააპლიკაციო განცხადების მომზადების პროცესებში.
კაზინოსა და ონლაინ კაზინოს ლიცენზია საქართველოში
სათამაშო ბიზნესის დაწყება საქართველოს კანონმდებლობით საჭიროებს შესაბამისი საქმიანობის ნებართვას. თუ გსურთ სათამაშო ბიზნესში საქმიანობაში ჩართვამ მათ შორის: სამორინეს (კაზინოს) ან ონლაინ პლატფორმის შექმნა, Ჩვენი გუნდი დაგეხმარებაათ სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფაში.
ლიცენზიები კრიპტოვალუტასა და ბლოქჩეინთან დაკავშირებული საქმიანობებისთვის
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) დასარეგისტრიდებლად, კრიპტოვალუტის გადასაცვლელი ფიზიკური თუ ონლაინ პლატფორმების შესაქმნელად და ბლოკჩეინ პროექტების წამოსაწყებად, მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტებსა და რეგულაციებს.
თუ თქვენი ბიზნესის მიმართულება საქართველოში სამართლებრივად მკაცრად რეგულირებული სფეროა, დაგვიკავშირდით სრული იურიდიული კონსულტაციისთვის – ნებისმიერი ტიპის ლიცენზიისა თუ ბიზნეს საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად.