შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება
როდის წარმოეშვება პარტნიორს დივიდენდის მოთხოვნის უფლება პარტნიორს დივიდენდის მიღების უფლება წარმოეშობა საზოგადოების პარტნიორად გახდომის მომენტიდან, ხოლო დივიდენდის მოთხოვნის უფლება – საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
იმასათვის, რომ დივიდენდი განაწილდეს და პარტნიორმა შეძლოს მისი მიღების მოთხოვნა აუცილებელია საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ დივიდენდის განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ხშირად, მინორიტარი პარტნიორები პრობლემის წინაშე დგებიან, როცა მაჟორიტარი პარტნიორები არაკეთილსინდისიერად იყენებენ მათ უფლებებსა და გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის შესაძლებლობას.
მაჟორიტარი პარტნიორები ხშირად არ იღებენ გადაწყვეტილებას დივიდენდის განაწილების შესახებ, რითაც არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებენ მინორიტარ პარტნიორებს.